მთავარი
ქვესადგური "მთაწმინდა"
(18.12.2008)
დავასრულეთ კომპანია "თელასი"-ს მიერ დაკვეთილი მაღალი ძაბვის ქვესადგურ "მთაწმინდა"-ს რეკონსტრუქცია. 110-კილოვოლტიანი ქვესადგურის კვანძი ელექტროენერგიით თბილისის მჭიდროდ დასახლებულ ცენტრალურ უბნებს ამარაგებს. ობიექტის ელექტროენერგეტიკული ქსელი 94 ერთეულ 6/0,4 კილოვოლტის სატრასფორმატორო ჯიხურს მოიცავს, რომელიც ვაკის, ვერისა და მთაწმინდის 21 000 აბონენტს ემსახურება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოხდა დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის რეკონსტრუქცია, დახურულ გამანაწილებელ მოწყობილობაში თანამედროვე ტიპის ვაკუუმური ამომრთველებისა და ოპერატიული მართვის თანამედროვე სქემის დამონტაჟება; შეიქმნა სადისპეჩერო პულტზე ინფორმაციის გადაცემის გათვალისწინებით მთელი ქვესადგურის ოპერატიული მართვის სისტემა.
.....................................................................................................................................
ქვესადგური "ბაგები"
(07.09.2007)
110 კოლოვატიანი ქვესადგურ “ბაგების” კვანძი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ და მჭიდროდ დასახლებულ უბანს (ვაკე-საბურთალოს რაიონი) ამარაგებს. “ბაგებზე” აშენდა ახალი 6 კილოვატიანი დახურული გამანაწილებელი მოწყობილობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს.
....................................................................................................................................
ქვესადგური “ღრმაღელე”
(20.11.2007)
110 კილოვოლტიანი ქვესადგურ “ღრმაღელეს” კვანძი თბილისის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანს - ნაძალადევს ამარაგებს. ობიექტის ქსელი 42 სატრანსფორმატორო ჯიხურს მოიცავს, რომელიც ნაძალადევის რაიონის 20 ათასამდე აბონენტს ამარაგებს. ქვესადგურში გამანაწილებელი მოძველებული აპარატურა ჩვენი პარტნიორების თანამედროვე ტიპის აპარატურამ შეცვალა. გარემონტდა ქვესადგურის მართვის პულტის შენობა.
.....................................................................................................................................................................
|